ახალი ამბები
"იბერიის ვარსკვლავში" მშენებარე კორპუსიდან მუშების დაღუპვის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ
FaceBook
კომპანია "იბერიის ვარსკვლავში", რომელიც ქუთაისში ბალახვნის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვერებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს, მუშების დაღუპვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
"გავეცნობით საქმის დეტალებს", - განმარტა ქუთაისიპოტთან საუბარში შპს "იბერიის ვარსკვლავის" წარმომადგენელმა.

კომპანიაში საუბარი არც იმაზე სურთ, თუ რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები.

დღეს, 27 დეკემბრს, მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული  ორი მუშა გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით რაც უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, – რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა
Print