ახალი ამბები
"მოიხსნას დღის წესრიგიდან" - ქუთაისელი "ნაციონალი" დეპუტატი რეორგანიზაციაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები  ქუთაისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ამოღებას ითხოვს.  
"როგორც ვიცი, კომისიებს არ განუხილავთ ეს საკითხი და ვითხოვ, მოიხსნას დღის წესრიგიდან და გადავდოთ მისი განხილვა," - განაცხადა სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.

საკრებულოში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კენჭისყრაზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.

"რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არ ვღებულობ არანაირ მონაწილეობას," - განმარტა გოგისვანიძემ.

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი უნდა განიხილონ. თვითმმართველობაში რეორგანიზაცია კი რიგით მეოცე საკითხად არის ჩასმული.



Print