ახალი ამბები
ვანის მუნიციპალიტეტი გამგეობის შენობის რემონტისთვის 55 000 ლარამდე დახარჯავს
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ შენობას არემონტებს, რაზედაც ადგილობრივი თვითმმართველობა 55 045 ლარის დახარჯვას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ელეტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოცხადდა.
შემსრულებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და საერთო ღირებულებაზე წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ შესრულებული დასკვნა.
ლამინირებული პარკეტის მოწყობა პლინტუსით, კედლების დამუშავება, დაგრუნტვა და შეღებვა წყალმდენი საღებავებით და შიდა სანტექნიკური საუშაოების მოწყობა - ეს და სხვა აღდგენითი სამუშოები უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 55 045 ლარის სანაცვლოდ.
Print