ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველისა და წითელ ხიდს შორის, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს
FaceBook
ქუთაისში რუსთაველისა და წითელ ხიდს შორის, მდინარე რიონის სანაპიროზე, შესაძლოა, სასტუმრო აშენდეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ გ. ტაბიძის ქუჩაზე 151 კმ.მ მიწის ფართობი ქუთაისის მერიამ 2017 წლის 15 მარტს დაირეგისტრირა. აქედან,  შვიდი თვის შემდეგ, 2017 წლის შვიდ ნოემბერს კი,  გაასხვისა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრეებად კახაბერ აბზიანიძე და გელა თოფურია არიან მითითებული.

"თუ კანონი მოგვცემს საშუალებას, მაგას წინ ვერაფერი დაუდგება," - განაცხადა სასტუმროს მშენებლობის შესახებ შპს "სობრანოს" ხელმძღვანელმა, კორნელი კიღურაძემ, რომელიც კახაბერ აბზიანიძის სიძეა.

თუმცა, კიღურაძე ჩვენთან საუბარში ირწმუნება, რომ  რუსთაველის ხიდის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობასთან მას და მის კომპანიას კავშირი არ აქვს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ კახაბერ აბზიანიძე რამდენიმე კომპანიაში წილების მფლობელია. მაგალითად, შპს "რადო ოილში", რომელიც 2008 წელსაა რეგისტრირებული, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

ასევე, 100%-ით მას ეკუთვნის 2010 წელს რეგისტრირებული შპს "ბორანი". კომპანიაში "სპექტრი-7" 85%-აინი, ხოლო შპს "ნოკაში" 10%-იანი წილის მფლობელი გახლავთ.

კახაბერ აბზიანიძის შვილის, თამარ აბზიანიძის სახელზეა რეგისტრირებული შპს "სობრანო+", რომელიც 2014 წლის 9 ოქტომბერსაა რეგისტრირებული.


Print