ახალი ამბები
იმერეთსა და ჩინეთის პროვინციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook
იმერეთის გუბერნიამ, ქუთაისის მერიასთან ერთად, ჩინეთის პროვინცია ძიანსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდა ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ლიუ ძიმინი და საქართველოს დარგობრივი  და რეგიონული განვითარების კომპანიის დირექტორი, მირიან გოგიაშვლი. 

შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ძიანსის პროვინციასთან ხელშეკრულების გაფორმება იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ჩინეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა.  

ძიანჩი  პროვინციებს შორის მე-13 ადგილზეა და მისი მოსახლეობა 45 მილიონს შეადგენს. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო.
Print