ახალი ამბები
ქუთაისის მერია 12 სპორტული მოედნის მოსაწყობად 265 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში სპორტული მოედნების მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მერია 12 აღნიშნული მოედნის მოწყობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 265 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე, სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ 2 წლით განისაზღვრება, რომლის განმავლობაშიც სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.
აღნიშნული ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 16 ივნისს გამოაცხადა.
Print