ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის უფლებები სასამართლომ დარღვეულად სცნო
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის უფლებები სასამართლომ დარღვეულად სცნო. ამის შესახებ დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს მიიღო. საქმე ეხება, ესამ მუჰსენის ოჯახს, რომელესაც იუსტიციის სამინისტრომ საქართველოში ბინადრობის უფლება არ მისცა.

ოჯახის ადვოკატის, გიორგი კვაშილავას თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქმეზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს. ადვოკატის თქმით, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზები.

"ამ ოჯახისთვის უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილად მიიჩნია. გამომდინარე აქედან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დამაკმაყოფილებელი აქტი უნდა გამოსცეს, სადაც ბინადრობის ნებართვა ექნება ოჯახს. ეს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს იქნება", - ამბობს გიორგი კვაშილავა.

ოჯახი ამჟამად ერაყში იმყოფება. ესამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია. იუსტიციის სამინისტროსგან ოჯახს ბინადრობის ნებართვაზე უარი მიმდინარე წლის აპრილში ეთქვა.

უწყების მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

ამავე თემაზე:

"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს

ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა

"უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა"

ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს

სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო

ერაყელი სტუდენტი, რომლის ოჯახსაც საქართველოში ბინადრობა არ მისცეს, სასამართლოში ჩივის
ერაყელი სტუდენტის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
Print