ახალი ამბები
ქუთაისში ლიფტი შეკეთებიდან მესამე დღეს მწყობრიდან გამოვიდა
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის  გამზირზე #142 კორპუსიდან მომწყდარი ლიფტი შეკეთებიდან მესამე დღეს ისევ მწყობრიდან გამოვიდა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს თავად ამ ბინაში მცხოვრებმა, ქეთევან თაბუკაშვილმა უთხრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლებმა ის აღადგინეს. თუმცა, მესამე დღეს უკვე კარები თავისით იკეტებოდა და იღებოდა.

"მოვიდნენ და შეაკეთეს, ისევე გაფუჭდა. კიდევ მოვიდნენ და შეაკეთეს, მაგრამ მე, მაგალითად, ისე მეშინია ვერ შევდივარ და ვერ ვიყენებ", - ამბობს ქეთევან თაბუკაშვილი.

ლიფტის რეაბილიტაციაზე შპს "ბერძელქვა" მუშაობდა, რომლის დირექტორი, ივანე ჩხეიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ლიფტს მსგავსი ხარვეზი ახასიათებს და დარღვევა არ არის. 

"ეს არის ბუნებრივი პროცესი, ვიღაცამ რამე ჩააგდო, ან რაღაც მოხდა. ყოველ შემთხვევაში ლიფტი მუშაობს გამართულად", - ამბობს ივანე ჩხაიძე. 

ქუთაისში აღმაშენებლის #142-ში არსებული შვიდი თვის წინ რეაბილიტირებული ლიფტი მაშინ მოწყდა, როცაქალბატონი იქ შესვლას აპირებდა. 


ამავე თემაზე: 

ჩავარდნილი ლიფტი, რომელსაც ქუთაისის მერია სახიფათოდ არ მიიჩნევს (ვიდეო)
Print