ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ მოედანზე დგას, დღეს გაანათეს. უკვე  დასრულდა საახალწლო მორთულობის მონტაჟიც.

წელს ქალაქს ხუთი ნაძვის ხე აქვს. მათგან, მხოლოდ ერთი შეიძინა ქუთაისის მერიამ, რომელიც ისტორიულ უბანში და საფიჩხიაზე უკვე ააწყვეს.

მთავარი საახალწლო ატრიბუტი დგას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში და ნიკეაზე. საფიჩხიის ცენტრში ნაძვის ხე წელს პირველად დაიდგა. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე სამუშაოების შემსრულებელმა, რკინის კონსტრუქციაზე განათებების მონტაჟის შედეგად ააწყო და ის ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუძენია.

ჯამში, საახალწლო მორთულობა ქალაქს  290 000 ლარი დაუჯდა. აქედან, 238 000 ლარი მერიამ 156 ცალი ახალი მანათობელი ფიგურის შეძენისთვის დახარჯა, 51 000 ლარი კი არსებულის აღდგენა-რეაბილიტაციას მოხმარდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის ისტორიულ უბანში ახალი ნაძვის ხე დადგეს

საფიჩხიის ცენტრში ახალი 8 მეტრიანი ნაძვის ხე დაიდგმება

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს ქუთაისში - გალა კონცერტის პროგრამა

ქუთაისში ახალი განათებების მონტაჟი დაიწყო

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 15 წლის წინ ნაჩუქარ ნაძვის ხეს აწყობენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 11 წლის წინ შეძენილ ნაძვის ხეს აწყობენ


ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

მოწვეული და ფეისბუქგამოკითხვით შერჩეული მომღერლები საახალწლო კონცერტზე ქუთაისში (ვიდეო)

ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას



Print