ახალი ამბები
"ტორპედო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
FaceBook
სამმა ფეხბურთელმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედოს" დატოვების გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღეს.

გუგა ფალავანდიშვილმა, გურამ ადამაძემ და გიორგი ბერიაშვილმა გუნდიდან წავსლის შესახენ ოფიციალურად განაცხადეს.

სამივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანმხების საფუძველზე აღარ გააგრძელა.

სანაცვლოდ, ქუთაისური კლუბის მაისურით შემდეგ სეზონზე საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი, მიხეილ სარდალიშვილი ითამაშებს. მის გარდა გუნდი ხელშეკრულებას კიდევ ორ ახალ ფეხბურთელთან გააფორმებს.

"ტორპედოს" მსგავსად, სამტრედიის "სამტრედია" დატოვა ბაქარ ბალდემ, რომელიც თავისუფალი აგენტია. ასევე, ფეხბურთელებმა დავით ჯიქიამ და გიორგი მჭედლიშვილმა. ისინი მომავალ სეზონს თბილისის "ლოკომოტივში" გაატარებენ.

სამივე მათგანმა კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ბაქარ ბალდე "სამტრედიაში" სეზონის დასაწყისში მოვიდა, ჯიქია და მჭედლიშვილი კი უკვე სამტრედიული კლუბის სტაჟიანი ფეხბურთელები იყვნენ. თუმცა, კლუბმა დაიმატა გიორგი ერისთავი, რომელიც ლატვიაში თამაშობდა, საქართველოს ჩემპიონატში კი ბოლოს გორული კლუბის ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას", მიხეილ სარდალიშვილის მიერ გუნდიდან წამოვლის შემდეგ, ახალ კონტრაქტებსა და ფეხბურთელებზე ჯერ არ საუბრობენ.

ასევე, სიახლე არ არის სხვა იმერულ კლუბებში, რომლებიც ეროვნულ ლიგა 2-ში და დაბალ ლიგებში ასპარეზობენ.


ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
Print