ახალი ამბები
ქუთაისში სოციალურად დაუცველებზე საახალწლო ნობათების გაცემა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების გაცემა  (აღმაშენებლის გამზირის #62) დაიწყო.
მარიკა კინწურაშცვილი ერთ-ერთია იმ 2 000 ბენეფიციარიდან, რომელიც ახალი წლის ნობათის მისაღებად რიგში  პირველი იყო.

"ეს ნობათი ომის ვეტერანისთვის მიმაქვს, მე მათი შვილი ვარ და ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ ჩემს მშობლებს ახალ წელს ექნებათ ცხელი საჭმელი. მიხარია, რომ ასე მაინც დაგვაფასეს", -  ამბობს სოციალურად დაუცველი, მარიკა კინწურაშვილი.

მას, ისევე როგორც,  ქუთაისში მცხოვრებ 2 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს მერიისგან გაყინული ქათამი, ორი კილოგრამი შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, ერთი კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი,  ერთო შეკვრა კვერცხი და ორი კილოგრამი პურის ფქვილი გადაეცემათ.
ბენეფიციარს საახალწლო ნობათების მიღება აღმაშენებლის ქუჩა # 62-დან შეუძლიათ.

სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწო ნობათების გადაცემას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "შპს ტენდერი 123" ასრულებს, რისთვისაც მერიის ბიუჯეტიდან 49 980 ლარი მიიღებს. საახალწლო ნობათების გაცემა 28 დეკემბრამდე გაგრძლედება.

საახალწლო ნობათების დარიგების პროგრამა ქუთაისის მერიამ 2016 წელსაც განახორციელა, სადაც 3 084 ბენეფიციარს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 500 ლარი დაიხარჯა.


Print