ახალი ამბები
ახალი წლის ღამეს ქუთაისში ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმოძრავებს
FaceBook
ქუთაისში, ახალი წლის ღამეს საქალაქო ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს.
მერიის  ინფორმაციით, 31 დეკემბერს ქალაქში მოძრავი ყველა სატრანსპორტო ხაზი შეუფერხებლად იმოძრავებს.

" 31 დეკემბერს, რადგან ცენტრალურ მოედანზე კონცერტია დაგეგმილი, რომელიც დაახლოებით 12:00 საათზე დასრულდება ამიტომ კიდევ გადაწყდა, რომ ტრანსპორტი უფრო ხანგრძლივი დროით მოემსახუროს მგზავრებს. ვფიქრობთ, რომ 01:00-მდე  ყველა ხაზი იმოძრავებს",  - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

რაც შეეხება,  ახალი წლის დღეებს, ქუთაისი მერიის ინფორმაციით ტრანსპორტი პირევლ და ორ  იანვარსაც გახანგრძლივებული დროით, სრული დატვირთვით იმოძრავებენ.

Print