ახალი ამბები
ქუთაისის მერია შადრევნების მოვლა-პატრონობაზე რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული შადრევნების და  ე.წ. სოკო ნიჟარების ერთწლიან მოვლაზე ტენდერს აცხადებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ  ექვსი შადრევნის და სასმელი ნიჟარის მოვლა-პატრონობაზე 13 დეკემბერეს 109 258 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა (SPA170016027) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქალაქის ცენტრალურ და ნინოშვილის ბაღში არსებული შადრევნების და სოკო ნიჟარების გაწმენდა, აუზების იატაკის, კედლების და პარაპეტის გარეცხვა "კერხერით" ან მსგავსი ხელსაწყოთი და სპეციალური სარეცხი საშუალებებით ძრავების შემოწმება და მეთვალყურეობა უნდა უზრუნველოყოს.

ტრენდერში განაცხადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრეს დასრულდება.


Print