ახალი ამბები
აღწერილია სტიქიით დაზარალებული 382 ადამიანი, მათ შორის 95 ბავშვია
FaceBook
16 ივნისის, 23:00 საათის მონაცემებით, აღწერილია სტიქიით დაზარალებული 82 ოჯახი -382 ადამიანი, მათ შორის - 95 ბავშვი და 5 ორსული.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ბოდოკია ავრცელებს.
"სტიქიით დაზარალებულებს ძირითადად ესაჭიროებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, საყოფაცხოვრებო ნივთები.
პირველადი დახმარების დარიგება უკვე დაწყებულია. არც მედიკამენტების და რეცეპტის გამოწერის პრობლემა არ არსებობს," - ამბობს თამარ ბოდოკია.
Print