ახალი ამბები
სეს - ი ბავშვთა საფრთხის შემცველი პროდუქტების ამოღებას ახორციელებს
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, "ლაქტალის ინთერნეიშენალის" მიერ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტებს სრულად ქსელიდან სრულიად ამოიღებს.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - "ლაქტალის ჯორჯია", "ლაქტალის ინთერნეიშენალის" წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს.

სააგენტომ აღნიშნული დავალება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო.

"შეტყობინება ეხება პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიზნით ფრანგული კომპანია "ლაქტალის ინთერნეიშენალის" მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად იქნება ამოღებული," - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება "ლაქტალის ინთერნეიშენალის" მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან წარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საფრანგეთში მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში "სალმონელა აგონათი" ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა.



Print