ახალი ამბები
სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა ამპლუაში - წერეთლის სტუდენტების სიმულაციური თამაში
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთი დღით  ნაფიცი მსაჯულების, დაცვის, ბრალდებისა და ბრალდებულის ამპლუა მოირგეს.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შედგა.

სტუდენტებს პოლიციელის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე უნდა განეხილათ.

"ეს არის შემეცნებითი პროექტი, რომელიც როგორც მონაწილე გუნდებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ თავიანთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ასევე ნაფიც მსაჯულად გამოსულ სტუდენტებს დაინახონ რამდენად დიდია თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი მართლმსაჯულების პროცესში", - ამბობს "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - ქუთაისის" პრეზიდენტი, სოფიო იდაძე.

შეხვედრა "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანოზებით შედგა, რომელმაც მსგავსი თამაში ქუთაისში მეორედ გამართა.
Print