ახალი ამბები
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე დიდი მოცულობის ზვავი ჩამოწვა
FaceBook
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 70-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვა დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავის გზაზე ჩამოწოლას უკავშირდება.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", -ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია სხვა მონაკვეთებშიც.

შეზღუდვებია დაწესებული ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე სადაც ჩამოსულია დადი მოცულობის მიწა-კლდის შვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print