ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მანათობელ თაღს აწყობენ
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ფიფქებითა და ვარსკვლავებით გაწყობილ თაღს დგამენ. რკინის კონსტრუქციები ბაღში უკვე მიიტანეს. 

მსგავსი ვიზულის მქონე მეორე თაღი კი პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება. 



საახალწლოდ ქუჩების მორთვა მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამავე დღეს აინთება ქალაქის მთავრი ნაძვის ხეც, რომელიც ცენტრალურ მოედანზე უკვე ააწყვეს.

წელს ქალაქს 5 ნაძვის ხე ექნება. მათგან,  მხოლოდ ერთი შეიძინა ქუთაისის მერიამ, რომელიც ისტორიულ უბანში უკვე ააწყვეს.

მთავარი საახალწლო ატრიბუტი დგას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ნიკეაზე და საფიჩხიაზე. საფიჩხიის ცენტრში ნაძვის ხე  წელს პირველად დაიდგა. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხე სამუშაოების შემსრულებელმა,  რკინის კონსტრუქციაზე განათებების  მონტაჟის შედეგად ააწყო და  ის ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუძენია.  


ამავე თემაზე:

ქუთაისის ისტორიულ უბანში ახალი ნაძვის ხე დადგეს

საფიჩხიის ცენტრში ახალი 8 მეტრიანი ნაძვის ხე დაიდგმება

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს ქუთაისში - გალა კონცერტის პროგრამა

ქუთაისში ახალი განათებების მონტაჟი დაიწყო

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 15 წლის წინ ნაჩუქარ ნაძვის ხეს აწყობენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 11 წლის წინ შეძენილ ნაძვის ხეს აწყობენ


ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

მოწვეული და ფეისბუქგამოკითხვით შერჩეული მომღერლები საახალწლო კონცერტზე ქუთაისში (ვიდეო)

ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას



Print