ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში დღისით თოვლს, ღამით კი ყინვას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი 25 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, 24 დეკემბერს დაბლობში წვიმა, ხოლო,  მთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი ხუთ გრადუსამდე გათბება.

" 23-24 დეკემბერს იქნება ძალიან ცივი ამინდი, ნალექი წვიმის სახით, მთაში 24 დეკემბრიდან ველოდებით თოვლს, ხოლო,  25 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ გამოდარებას", -  განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 26 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  დღისით ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება. ხოლო ღამით დაბლობში -4 გრადუსი,  მთაში კი -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

Print