ახალი ამბები
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეს ცივი იარაღი აღმოუჩინეს
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეს ჩანთაში ცივი იარაღი აღმოუჩინეს.
შემთხვევა 2 დღის წინ სასწავლო პროცესის დროს მოხდა. სკოლის დირექტორის თქმით, მერვე კლასის მოსწავლეს დანა ჩანთაში უპოვეს.

აღნიშნული ფაქტის შესახებ სკოლის დირექტორმა მანდატურის სამსახურს შეატყობინა." მოხდა მყისიერი რეაგირება, შევატყობინეთ მანდატურის სამსახურს, ასევე გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. რის შედეგადაც ამოღებული იქნა ცივი იარაღი", - აცხადებს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეს  მომხდარი ფაქტის შესახებ გაესაუბრა.

" რაიმე დასჯის მცდელობა არ გვქონია, ვესაუბრეთ, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია. მან პირობა მოგვცა, რომ აღარ გაიმეორებს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლაში ცივი იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე მოხდა შესაბამისი რეაგირება და შედგა ოქმი. მათი თქმით, სიტუაცია ადგილზევე განიმუხტა.




Print