ახალი ამბები
ქუთაისში აუტისტური სპექტრის 40 ბავშვის მკურნალობა სრულად დაფინანსდება
FaceBook
ქუთაისის მერია კომპანია "m 2 უძრავი ქონება"-სთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვის სამკურნალო ხარჯებს 1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 22 დეკემბრის  შეხვედრაზე მიიღეს. სადაც ქუთაისის მერი, მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, პარლამენტარ რატი იონათამიშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. 

ქუთაისის მერია ბენეფიციარების სამკურნალო თერაპიული  კურსის ხარჯებს 2018 წელს ზრდის და 125 00 ლარით აფინანსებს.აღნიშნული თერაპიის კურსს კომპანია "m2 უძრავი ქონება"100 000 ლარით დააფინანსებს, რის შემდეგაც სრულად დაიფარება აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბენეფიციარის თერაპიული მომსახურების ერთი წლის საფასური.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ყველა ბავშვი თანაბარ პირობებში იყოს. ქალაქის მერიას ამ დრომდე არ ჰქონდა შესაძლებლობა 40-ივე ბენეფიციარის თერაპიული მკურნალობა დაეფინანსებინა. შარშანდელთან შედარებით ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი და 50 000 ლარიდან 125 000 ლარზე ავწიეთ. ასევე 100 000 ლარით გვეხმარება კომპანია "m2 უძრავი ქონება" რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ბავშვების მშობლებისთვის. ეს არის ძალიან კარგი ფაქტი რომ სრულად ვფარავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიულ მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
Print