ახალი ამბები
საფიჩხიის ცენტრში ახალი 8 მეტრიანი ნაძვის ხე დაიდგმება
FaceBook
ქუთაისში საფიჩხიის ცენტრში ახალი ნაძვის ხე 25 დეკემბრამდე დაიდგმება.
როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, ნაძვის ხე თანამედროვე დიზაინით იქნება გაწყობილი.

"ნაძვის ხეზე 70 ტროსი, ე.წ. თეთრი ნათების სტინგერები იქნება ჩამოშვებული და ძალიან ლამაზი იქნება," - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ სარალიძე.

საფიჩხიის მსგავსად, ნაძვის ხე ქუთაისში კიდევ ოთხ ქუჩაზე (ცენტრალურ მოედანზე, სამეფო უბანში, ნიკეასა და მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში ) განთავსდება. ჯამში ქალაქის მასშტაბით სულ 5 ნაძვის ხე დაიდგმება. მათგან ისტორიულ უბანში ახალი ნაძვის ხე 18 დეკემბერს ააწყვეს. ასევე, ძველი ნაძვის ხე დგას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში.

ქუთაისში სახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

31 დეკემბრის ღამეს ცენტრალურ მეოდანზე კონცერტი გაიმართება, სადაც ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ.

ამავე თემაზე:


საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში



Print