ახალი ამბები
პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 103 ხმით  დაამტკიცა.
მთავრობის  გეგმას "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018-2020" მხარი 17-მა დეპუტატმა არ დაუჭირა. 

ორწლიანი სამოქმედო გეგმა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. პრემიერის თქმით, ხელისუფლების  მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.

მთავრობის მეთაურმა, ასევე ისაუბრა ხელისუფლების გეგმებზე სხვადასხვა სფეროში. გიორგი კვირიკაშვილმა, აქცენტი გააკეთა  ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე, როგორც ქვეყნის მთავარ საგარეო  ვექტორზე.   

პრემიერის მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც, ფრაქციების თავმჯდომარეები  სიტყვით გამოვიდნენ.  

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი კენჭისყრაზე დაახლოებით ღამის სამ საათზე დადგა.
Print