ახალი ამბები
ქუთაისის ისტორიულ უბანში ახალი ნაძვის ხე დადგეს
FaceBook
ქუთაისის ისტორიულ უბანში, სადაც ტრადიციულად ვერცხლისფერი ნაძვის ხე იდგმებოდა, წელს ახალი, 7 მეტრიანი  ნაძვის ხე ააწყვეს. ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც უკვე 11 წლისაა, ცენტრალურ მოედანზე 18 დეკემბერს  ააწყვეს.  ასევე,  ძველი ნაძვის ხე დგას მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში.

ქუთაისის მერიამ ნაწილობრივ უკვე მორთო ქალაქის ქუჩებიც. ძველ განათებებთან ერთად,  ცენტრალურ უბნებში ახალი აქსესუარებიც დამონტაჟდა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეიძინა, რაშიც ჯამში 238 000 ლარი დაიხარჯა. 


ფალიაშვილის ქუჩა, სადაც ახალი განათებები დამონტაჟდა


ქუთაისში უკვე დაგეგმილია   სახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით.

31 დეკემბრის ღამეს კი ცენტრალურ მეოდანზე გალა კონცერტი გაიმართება, სადაც ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები იმღერებენ.

ამავე თემაზე:

ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს ქუთაისში - გალა კონცერტის პროგრამა

ქუთაისში ახალი განათებების მონტაჟი დაიწყო

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

ქუთაისში 15 წლის წინ ნაჩუქარ ნაძვის ხეს აწყობენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 11 წლის წინ შეძენილ ნაძვის ხეს აწყობენ


ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

მოწვეული და ფეისბუქგამოკითხვით შერჩეული მომღერლები საახალწლო კონცერტზე ქუთაისში (ვიდეო)

ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას

Print