ახალი ამბები
იმერეთში 2017 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბითმ სპორტსმენები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:

ჭიათურა
- ლაშა გაგნიძე, კრივი, კადეტებში, მოსწავლეთა, ევროპის ვერცხლის პრიზიორი.

წყალტუბო - ჯული ჩირგაძე, ხელბურთი, საქართველოს ნაკრების წევრი.

ქუთაისი - შოთა მიშველიძე, ძალოსნობა, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

საქართველოს რეკორდმსმენი დიდებში და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში - კონსტანტინე ჯანაშია, უძლიერეს მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მოყვარულებში მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი.

სამტრედია - უშანგი მარგიანი, ძიუდო, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

ვანი - თამთა ღვინიანიძე, მძლეოსნობა, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში, საქართველოს ნაკრების წევრი.

ხონი - ოთარ გუგავა, თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის თასის მფლობელი.

ხარაგაული - ზაურ ბერაძე, თავისუფალი ჭიდაობა, ახალგაზრდებში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი.

ბაღდათი - ლადო მაღლაკელიძე, ჭადრაკი, საქართველოს ჩემპიონი მოსწავლეთა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

ტყიბული - ილია სულამანიძე, ძიუდო - საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი და გუნდურში ევროპის პრიზიორი. ასევე, საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში.

თერჯოლა - ლერი ჯიხვაშვილი, სამბო, საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებსა და კადეტებში.

ზესტაფონი - ალექსი სვიანაძე, ძიუდო - კადეტებში ევროპის თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი.



ღონისძება არტ - გალერეაში გაიმართა, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენა მოეწყო და სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები იყო წარმოდგენილი.
Print