ახალი ამბები
ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხსნის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაზარალებული ქალის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს.

ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ცხრა საათსა და 18 წუთზე დაფიქსირდა.

"ცხრა საათსა და 28 წუთზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე იყო, სადაც ორი გარდაცვლილი მამაკაცი დახვდა 30 და 50 წლამდე, ხოლო ერთი ქალბატონი გადაყვანილია იმერეთის რეგინალურ კლინიკაში. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობენ პრესსამსახურში.

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
Print