ახალი ამბები
ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისიში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მოიწამლა.  წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გამოძახება ცხრა საათსა და 18 წუთზე დაფიქსირდა.

"ცხრა საათსა და 28 წუთზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე იყო, სადაც ორი გარდაცვლილი მამაკაცი დახვდა 30 და 50 წლამდე ასაკი, ხოლო დაზარალებული ქალბატონი გადაყვანილია იმერეთის რეგინალურ კლინიკაში. ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია", -  განმარტავენ პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გამოძიება კი,  სისხლის სამართლის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print