ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის 2018 წლის ბიუჯეტის ზრდა არ იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 2018 წლის ბიუჯეტი ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

თუმცა,  იგი წელსაც შარშანდელი ბიუჯეტის ანალოგიური იქნება. ამის შესახებ  ჩვებთან  საუბარში მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი აღნიშნავს.

"ცვლილებები ნაკლებად იგეგმება", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

მესხიშვილის თეატრის ბიუჯეტი 2017 წელს 945 ათასს შედგენდა. ამ თანხის 93.65% ანუ 855 ათასი ხელფასებისთვის იყო გამიზნული. სპექტაკლების სადადგმო ხარჯებს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.

სახელმწიფო თეატრები 2017 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემედებარებაში გადავიდა. შესაბამისად თეატრი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.


Print