ახალი ამბები
„ხანძრის შედეგად ნიადაგის დაბინძურება მხოლოდ გუმათჰესის ტერიტორიაზე მოხდა“ – ენერგო-პრო ჯორჯია
FaceBook
,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ,,გუმათი 2"-ზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღვრილმა ზეთმა, მხოლოდ ჰესის ტერიტორია დააბინძურა. კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის მონაცემებით, ძალოვანი ტრანსფორმატორის დაწვის შედეგად წყალში და ნიადაგში ჯამში 5,5 ტონა ზეთის ჩაიღვარა.

,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა გარმოს დაბინძურების აღკვეთა. ასევე, შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, დროულად მოხდა ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყება. ეფექტური მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა მდინარე რიონის ჩაღვრილი ზეთისგან გაწმენდა",-  ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიდინარეობს ნიადაგის კვლევა დაბინძურების ხარისხის დადგენის მიზნით და გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები.

გუმათჰესზე ხანძარი მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გაჩნდა. 

ცეცხლი ძალოვან ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული 40 მეხანძრე და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა,  ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა.


ამავე თემაზე:


ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)

შსს-მ გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო


გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია


გუმათჰესზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დაიწყო
Print