ახალი ამბები
ქუთაისში ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ყაჩაღობაზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაიჭრა, გამოძიება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ.მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ.ა.-ს ოჯახის წევრები. დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაიწყო," - აცხადებენ შს სამინისტროში.

შემთხვევა აიდინოვების ოჯახში მოხდა, როცა გვიან ღამით სამი ნიღბიანი შეიჭრა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


ამავე თემაზე:


ყაჩაღობა ქუთაისში - დაჭრილია არასრულწლოვანი

სამშენებლო მასალებისა
Print