ახალი ამბები
ჩავარდნილი ლიფტი, რომელსაც ქუთაისის მერია სახიფათოდ არ მიიჩნევს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის #142-ში არსებული შვიდი თვის წინ რეაბილიტირებული ლიფტი მაშინ მოწყდა, როცაქალბატონი იქ შესვლას აპირებდა.



ქალაქში ლიფტების შემოწმების აუცილებლობაზე მიუთითებენ კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალში". ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქალაქში (და არა მხოლოდ) საფრთხისშემცველი ობიექტების ტექნიკური შემოწმებას ახორციელებს. თუმცა, მხოლოდ მომართვიანობის საფუძველზე. კომპანის  ხელმძღვანელი, გიორგი მედიაშვილი  განმარტავს, რომ ლიფტის ჩავრდნა, რომელიც აღმაშენებლის გამზირის #142-ში დაფიქსირდა, ტექნიკური გაუმართაობის ბრალია. მედიაშვილის თქმით, შემთხვევას, შესაძლოა, ფატალური შედეგიც მოჰყოლოდა.  

მერიის საბინაო სამსახურში გვიხსნიან, რომ ლიფტების შემოწმებას მის რეაბილიტიის შემდეგ თავად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს.

აღმაშენებლის გამზირზე, #142-ში ლიფტის  რეაბილიტაცია ტენდერის გზით (SPA170004586)  შერჩეულმა  ორგანიზაცია "ბერძელქვამ" 105 162 ლარად განახორციელა. ორგანიზაციას ამ  თანხის სანაცვლოდ  შვიდი ლიფტის შეკეთება დაევალა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ისინი საქმის პროფესიანლები არიან
და მათი მხრიდან სამუშაოს ხარვეზით განცორციელებას ადგილი ამ დრომდე არ ქონია. 

რამდენად უსაფრთხოა რეაბილიტირებული ლიფტები ქუთაისში - ამ თემაზე ქუთაისიპოსტი მუშაობას აგრძელებს.  

Print