ახალი ამბები
ყაჩაღობა ქუთაისში - დაჭრილია არასრულწლოვანი
FaceBook
ქუთაისში, არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა აიდინოვების ოჯახში მოხდა, როცა გვიან ღამით სამი ნიღბიანი შეიჭრა.

"წუხელ, გვიან ღამით ნიღბიანები შემოიჭრნენ. ფული და ოქრო მოგვთხოვეს. ჩვენმა შვილმა წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ, ამ დროს გაისროლეს იარაღი და ფეხზე მოხვდა", - განმარტავენ აიდინოვები.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


Print