ახალი ამბები
"ტყუილი და დეზინფორმაციაა" - ბაღდათის მერი თანამდებობის დატოვებაზე
FaceBook
ბაღდათის მერი, არჩილ გოგსაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას,  თანამდებობის დატოვების შესახებ,  უარყოფს. ქუთაისიპოსტთან საუბარში გოგსაძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მუშაობას აგრძელებს.

"ტყუილი და დეზინფორმაციია. არ დამიტოვებია პოსტი და არც ვაპირებ მსგავს რამეს. მშვიდ ვითარებაში ვაგრძელებ მუშაობას, არაფერი არ მომხდარა", - ამბობს არჩილ გოგსაძე. 

არჩილ გოგსაძე ბაღდათის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. 



Print