ახალი ამბები
აწსუ-ში სტუდენტების მიერ დაწუნებული ავეჯის დიზაინი შეცვალეს
FaceBook
"ქუთაისიპოსტზე" მასალის დაწუნებული ახალი ავეჯი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოქვეყნების შემდეგ, წერეთლის უნივერსიტეტში ახლადშეძენილი ავეჯის დიზაინის შეცვალა დაიწყეს.
უნივერსიტეტის აუდიტორიაში მერხების გადაკეთების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სტუდენტებმა ახლადაშეძენილი მაგიდები დაიწუნეს. მათი თქმით,  ავეჯი (მაგიდა, კარადა)  მოუხერხებელი და  არასტანდარტული იყო.

უნივერსიტეტისთვის შეძენილი ავეჯის ხარვეზს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც აღიარებენ. 

"ცდომილება იყო ზომებში. თუმცა ტექნიკური ხარვეზი სატენდერო პირობაში უნვერსიტეტმა დაუშვა თაროების ზომებთან დაკავშირებით და მომწოდებელმაც ისე შემოიტანა, როგორც სატენდერო პირობაში იყო. ვინც შრომობს ტექნიკურ ხარვეზსაც ის უშვებს. გვყავს თანამშრომლები, რომლებსაც ელემენტარული ხარვეზის გასწორება თავადაც შეუძლიათ.  ყოველგვარი ხარჯის გარეშე უკვე ერთ აუდიტორიაში ავეჯი სტანდარტის მიხედვით შეიცვალა და ეტაპობრივად მოხდება სხვა ოთახებშიც," –  განმარტავს ჩვენთან საუბარში წერეთლის უნივრსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე.

წერეთლის უნივერსიტეტმა ავეჯის შესაძენად ტენდერი მიმდინარე წელს სულ ოთხჯერ გამოაცხადა. ჯამში მათი საწყისი ღირებულება 144 000 ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებულებთან სახელშეკრულებო თანხამ 141 187 ლარი შეადგინა.

აწსუ-მ აუდიტორიების, ლაბორატორიებისა და კაბინეტების ავეჯის შესყიდვისთვის პირველი ტენდერი 2017 წლის 29 მაისს გამოაცხადა. მისი ღირებულება 37 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი თბილისურმა კომპანიამ შპს "ჯეო გრუპმა" შეთავაზა, მაგრამ მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა და უნივერსიტეტმა ხელშეკრულება 28 320 ლარზე მომდევნო პრეტენდენტთან, შპს "ვან ვუდთან" გააფორმა. თუმცა, კომპანიამ ვაჭრობის ბოლო რაუნდში უნივერსიტეტს 24 000 ლარი შეთავაზა, მაგრამ დღგ-ს ჩათვლით ხელშეკრულება კომპანიასთან 28 320 ლარზე გაფორმდა.

ამავე თემაზე:

დაწუნებული ახალი ავეჯი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში



ავტორი: მარიამ ირემაძე
Print