ახალი ამბები
ქუთაისში ახალი განათებების მონტაჟი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში ახალი განათებების მონტაჟი უკვე დაიწყო. საახალწლო აქსესუარები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟდება. 

ქუთაისის მერია, მორთულობის ნაწილს რამდენიმე დღეში ელოდება, რომელთა მოწყობაც 25 დეკემბრამდ უნდა დასრულდეს.

ამავე დღეს აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც, რომელიც ცენტრალურ მოედანზე უკვე ააწყვეს.   

წელს ქუთაისს ერთი ახალი ნაძვის ხე ექნება, რომელიც ისტორიულ უბანში ტრადიციულ ვერცხლისფერ ნაძვის ხეს ჩაანაცვლებს. 

ახალი აქსესუარები ქუთაისის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეიძინა. 

2018 წელს ქუთაისი ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ ახალი მორთულობით შეხვდება.
Print