ახალი ამბები
პატარა ნაძვის ხის ნამდვილი ამბავი (ფოტო)
FaceBook
"რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ დავდებ," - ამბობს პატარა ნაძვის ხის მფლობელი, რომელიც ქუთაისის ისტორიულ უბანში დადგეს.

ბიჭი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ნაძვის ხე თავად დადგა.

"მთავრობამ ვერ მოფიქრა და ამიტომ დავდე. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიტან და დავდებ. დღეს საღამოსაც გავიტან". 

ამ დროისთვის რეაბილიტირებული უბანი  ცარიელია. იდეის ავტორი გვიხსნის, რომ ბავშვები სათამაშოებს უდიერად ეპყრობიან და ამის გამო, ის დროებით შენობაში შეიტანა.

ქალაქის ისტორიულ უბანში დადგმული პატარა ნაძვის ხის ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.



იმავე უბანში დასაქმებული ახალგაზრდა ნაძვის ხის მოედანზე განთავსებას დღეს საღამოსაც აპირებს.

სოციალურ ქსელში ამ ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში ქუთაისის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე, სადაც პატარა,
"ჩაცუცქული" ნაძვის ხე დადეს, ახალს დადგამენ. 




ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში პირველად ნაძვის ხე, მისი რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, 2007 წელს,  ვერცხლისფერი ნაძვის ხე გამოჩნდა. სწორედ ეს ნაძვის  ხე იკავებდა ამ დრომდე ამ ადგილს. 


Print