ახალი ამბები
მსოფლიოს 15 საუკეთესო ფოტონამუშევარს შორის მესტიის ფოტო მოხვდა (ფოტო)
FaceBook
ვიკიპედიის საერთაშორისო ფოტოკონკურსში - wiki loves monuments 2017 - მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

მესტიის ფოტო უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სურათმა მე-13 ადგილი დაიკავა.

"ვიკის უყვარს ძეგლები" მსოფლიო ონლაინ ენციკლოპეციის - ვიკიპედიის ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია. მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები უწევენ. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თავიანთ ქვეყანაში არსებული ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში ტვირთავენ.

კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.

თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა.

ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

კონკურსში გამარჯვებული ფოტო:



კონკურსში გამარჯვებული 15 საუკეთესო ფოტონამუშევარი ნახეთ ლინკზე:
Print