ახალი ამბები
გუმათჰესზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
FaceBook
გუმათჰესზე, სადაც ორი კვირის წინ ხანძარი გაჩნდა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ხანძრის შედეგად დამწვარია ძალოვანი ტრანსფორმატორი და გამანაწილებელი მოწყობილობა. ჰესზე მომხდარი აფეთქების შემდეგ კი მდინარე რიონში  18 ტონამდე საწვავი ჩაიღვარა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად არხში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ამოსატუმბად სამუშაოები ხორციელდება.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  ზარალის შესწავლა.  ჯერჯერობით უცნობია  მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ზე ხანძარი 6 დეკემბერს გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული 40 მეხანძრე და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა,  ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. 



ამავე თემაზე:


ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)

შსს-მ გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო


გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია


გუმათჰესზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დაიწყო

Print