ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლოდ „საბავშვო ქალაქი“ მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ისტორიულ უბანში საახალწლოდ "საბავშვო ქალაქს" მოაწყობენ.

„ქალაქში“ განთავსდება ასაწყობი საბავშვო სახლები. ასევე ქუჩის განათების იმიტაციის მქონე 4 ლამპიონი, რომელიც დიოდური განათებით იქნება აღჭურვილი.

ამას გარდა, შეკეთდება 4 დაზიანებული საბავშვო სახლი და ფარანი.

აღნიშნული "ქალაქი" 30 დეკემბრისთვის მოეწყობა.

ახალი წლის დღეებში, ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანსა და ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერიას 21 900 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული. "საბავშვო ქალაქის" მოწყობაც ამ ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.


Print