ახალი ამბები
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში flea market მოეწყობა
FaceBook
თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი 21 ივნისს, ქუთაისში flea market მოაწყობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელთნაკეთი ნივთების, ნახატების, face-- არტის, მინანქარის, ქვილინგი, თიხის ნაწარმის, ნახატებისა და ფოტოების გამოტანა.
"მიიღეთ მონწილეობა და შემოგვიერთდით გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში და ზოოპარკის დასახმარებლად. ერთად ჩვენ შევძლებთ!", - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.
flea market 21 ივნისს, ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე 10 საათიდან მოეწყობა. 
Print