ახალი ამბები
19 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, 19 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

"19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ბარში ველოდებით წვიმას, ხოლო მთაში და მაღალ მთაში ნავარაუდევია თოვლჭყაპი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა 11-16 გრადუსი", -  ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 22 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების შემოსვლა გაძლიერდება და ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაიკლებს.

Print