ახალი ამბები
ქალაქის მერმა მეეზოვეს ბარბარობა მიულოცა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დასუფთავების სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე მეეზოვეს ბარბარობა მიულოცეს.
ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 30 წლიანი გამოცდილების მქონე 66 წლის ვალენტინა გოზლაშვილს ნობათი და საოჯახო ტექნიკა გადასცა.

"მეეზოვები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ქალაქის სისუფთავისთვის მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია.  რადგან ისინი მუხლჩაუხრელად საქმიანობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქუჩებში სისუფთავე და წესრიგი იყოს," - განარტა ქალაქის მერმა.

ქალაქში დასუფთავებას მერიის დაქვემდებარებაში არსებული "ააიპ სპეციალური სერვისები" ახორციელებს. ქალაქს 250-მდე მეეზოვე ემსხურება. 



Print