ახალი ამბები
იმერეთში ყოფილ მსჯავდებულებს 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს
FaceBook
ამირან არიშვილი ერთ-ერთია ვისაც დღეს მანქანა დანადგარები უსასყიდლოდ გადასცეს. ის პროფესიით ინჟინერია და მშენებლობაში მცირე ბიზნესის დაწყებას
გეგმავს.

" ვიჯექი ციხეში 7 წელი, ახლა ისევ მსურს ვაწარმოო ბიზნესი რომ ვარჩინო ოჯახი და ჩემს მეგობრებს დასაქმებაში დავეხმარო. მიხარია, რომ დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვენტარი მაჩუქეს" - ამბობს ყოფილი მსჯავდებული, ამირან არიშვილი.

არიშვილის მსგავსად, ბიზნესის რეალიზებისთვის საჭირო ტექნიკა იმერეთში მცხოვრებ 12 ყოფილ მსჯავდებულსა და პრობაციონერს გადაეცათ.

პროექტის " განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად"ევროკავშირის მიერ დაფინანსებულია, რომელიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" მიერ ხორციელდება.

"საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრამა "აფხაზეთმა" 16 დეკემბერს სხვადასხვა სახის ტექნიკა მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და სხვა ინვენტარი გადასცა. ეს ადამიანები საჭიროებენ საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე მათ ოჯახებს სჭირდებათ საარსებო წყარო. ამიტომ ჩვენ დავეხმარეთ, რომ შეძლონ საკუთარი თავის ისევ რეალიზება" - განაცხადა საქმელომოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" ხელმძღვანელმა, ნუკრი მილორავამ.

მისი თქმით, დაფინანსებული პირების შერჩევა მათ მიერ დაწერილი ბიზნეს გეგმის საფუძველზე მოხდა.

" ისინი წერენ ბიზნეს იდეეებს, გადიან შესაბამის ტრენინგებს და ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ გამათული და კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეა. დღეს ქუთაისში დაახლოებით 20 000 ევროს ღირებულების ტექნიკა გადავეცით მათ," - ამბობს ნუკრი მილორავა.

პროექტის "განათლება რეინტეგრაციისთვის-გზა საზოგადოებაში დასაბრულებლად" მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლამდე ბიზნესის რეალიზებაში სხვადასხვა რეგიონში 300-მდე მსჯავდებულს, პრობაციონერს დაეხმარება.




Print