ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სამსახურების უფროსებისა და სპეციალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, რეორგანიზაციის ფარგლებში, 15 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

ადმინისტრაციული; ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების; ეკონომიკური განვითარების, ქონებისა და ტრანსპორტის; საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების და საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები კონკურსის გზით შეირჩევიან.

ასევე, კონკურსით შეირჩევა სხვადასხვა სამსახურის 5 სპეციალისტი. ესენია: ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის წარმომადგენელი და მძღოლი.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 26 დეკემბერია.

27 დეკემბერს
ქუთაისის მერიამ საკრებულოს რეორგანიზაციის დასრულებული ვარიანტი უნდა წარუდგინოს.

ქუთაისის მერიის 5 სამსახურის უფროსმა თანამდებობა 29 ნოემბერს, ქალაქის ახალი მერის, გიორგი ჭიღვარიას პირველივე სამუშაო დღეს დატოვა.

Print