ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ბაზრობა მოეწყო
FaceBook
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ  მერიის ინფორმაციით საახალწლო გარევაჭრობა 20 დეკემბრიდან არის ნებადართული, ფალიაშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე გამოიტანა დახლები, სადაც საახალწლო აქსესუარები, სუვენირები და განათებები იყიდება.

შპს "ფარის" ადმინისტრაციაში, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია მერიისგან იჯარით აიღო, აცხადებენ, რომ ქუჩაში საახალწლო ნივთების გაყიდვა თავად გარემოვაჭრეებმა 13 დეკემბრიდან ითხოვეს.

"გვთხოვეს 13 დეკემბრიდან დაგვერთო ნება. მივწერეთ ქუთაისის მერიას და მივიღეთ თანხმობა", - ამბობს შპს "ფარის" დირექტორი, ოლეგ არღვლიანი.

საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველწიურად გასცემს. მიმდინარე წელს, ფალიაშვილის ქუჩაზე 50-მდე დახლი დაიდგმება.

ქუჩაში საახალწლო ნივთების გაყიდვა 2018 წლის 14 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.



Print