ახალი ამბები
მოსწავლის ცემის ფაქტს სოციალური სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეს თანაკლასელის მამამ სცემა, დღეს სოციალური სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მივიდნენ.
სოციალურმა მუშაკმა სკოლის დირექტორისგან მომხდარის შესახებ მოისმინა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი კი, იმ ბავშვს გაესაუბრა, რომელსაც მოსწავლის მამამ დასჯის მიზნით ყური აუწია.

"მე არ დავსწრებივარ მოსწავლესა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს შორის საუბარს. როგორც მითხრეს, შეხვედებიან მეორე მოსწავლესაც. ასევე, ვესაუბრე სოციალურ მუშაკსაც და ისიც გეგმავს ორივე მათგანთან შეხვედრას. თუ საჭირო იქნება, საქმეში  ფსიქოლოგიც ჩაერთვება", - ამბობს სკოლის დირექტორი.

სახალხო დამცველისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტამდე, სკოლის დირექტორმა მასწავლებლებთან საგანგებო თათბირი ჩაატარა და პედაგოგებს მსგავსი ფაქტების მიმართ მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდა. 

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლის მამამ, შვილის კლასელს სახეში ხელი გაარტყა და ყური აუწია.

დირექტორის თქმით,
მოსწავლეებს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა.  დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა მეორეს გრძელი თმის გამო დასცინა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში  ერთ-ერთი მათგანის მამამ, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური (სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის) ფორმით გამოცხადდა, მისი შვილის თანაკლასელს მომხდარის გამო უსაყვედურა და ყური აუწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ,რომ პირი მათი არც ერთი დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომელი არ არის. სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან კი ქუთაისიპოსტი პასუხს ამ დრომდე ელოდება.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, მშობელი პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში ადანაშაულებს

განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო

„ყური აუწია და უთხრა, მეტი აღარ გაიმეოროო“- რას ჰყვება სკოლის დირექტორი მოსწავლის ცემაზე


Print