ახალი ამბები
ქუთაისში სამგლოვიარო აქცია გაიმართა
FaceBook
თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაგებად ქუთაისში სამგლოვიარო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე შავი ფერის ლენტებით, სანთლებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ და სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.
აქციას, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ დაიგეგმა, 150-მდე ადამიანი შეურთდა.
"ეს არის ყევლა ჩვენგანის ტრაგედია. დღევანდელი აქციით თანადგომას ვუცხადებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს," - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
თეთრი ხიდიდან აქციამ ცხრა აპრილის მემორიალთა გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლები დაანთეს.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპლი, 10-მდე კი დაკარგულად ითვლება. 
15 ივნისი პრემიერ მინისტრის განკარგულებით საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Print