ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან რიგაში რეისები 19. 99 ევროდ შესრულდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია WizzAir ქუთაისი-რიგას რეისს განახორციელებს.

ლატვიაში ახალი რეისის განხორციელება 2018 წლის მარტიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთის ფასი 19,99 ევრო იქნება.

ერთი გზის ფასი მოიცავს გადასახადებს, ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯებს და ხელბარგს მაქსიმუმ 10 კილოგრამის ოდენობით, ზომებით 55x40x23 სმ.

ქუთაისის საერთშორისო აეროპოტიდან კომპანია "ვიზეარმა" ახალი ფრენა ვროცალვის მიმართულებისთაც დაამატა. რომლის განხორციელებაც 2018 წლის მარტიდან დაიწყება.

ამ დროისთის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.


Print