ახალი ამბები
13 დეკემბერს ქუთაისის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება შეწყდება
FaceBook
ქუთაისის სერვისცენტრის ოპერირების ზონაში წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელზე სარემონტო და გადართვითი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს 02:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქუთაისის უბნებსა და მიმდებარე სოფლებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მართვის ტერიტორიულ ერთეულები და სოფლებია: საფიჩხია, უქიმერიონი, ქალაქმუზეუმი, ძელქვიანი, თაბუკაშვილის დასახლება, სულხან-საბას დასახლება, ნიკეას ქუჩა, გამარჯვება, კახიანოური, ავტოქარხნის მარჯვენა და მარცხენა დასახლება, სოფელი ფარცხანაყანევი, სოფელი ქვიტირი, კოპიტნარის ყოფილი სამხედრო დასახლება, სოფელი ბანოჯა, ბროწეულას დასახლება, სოფელი მესხეთი, სოფელი ოფშკვითი, სოფელი უკანეთი.

Print