ახალი ამბები
2017 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 3645 მოქალაქე გამოაძევეს
FaceBook
მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 3645 მოქალაქის გამოძევება მოხდა.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთიდან იქნა დეპორტირებული. კერძოდ, თურქეთის ტერიტორიიდან გამოაძევეს 1 651 პირი. შემდეგ ლიდერობს ისრაელი, საიდანაც 413 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

გერმანიიდან გამოაძევეს 395 მოქალაქე. რუსეთიდან დეპორტირებულია 228 პირი, საფრანგეთიდან – 147, შვედეთიდან – 109, იტალიიდან – 77, შვეიცარიიდან – 77, ავსტრიიდან – 60, ბელგიიდან – 60, ესპანეთიდან – 59, პოლონეთიდან – 57, საბერძნეთიდან – 56, ნიდერლანდებიდან – 53, უკრაინიდან – 30 , დანიიდან – 28,

ფინეთიდან – 21, ნორვეგიიდან – 18, ბელარუსიდან -16, დიდი ბრიტანეთიდან – 15, ისლანდიიდან – 13, აშშ-იდან – 10, პორტუგალიიდან – 10, კანადიდან – 8, კვიპროსიდან – 8, ლიტვიდან – 7, უნგრეთიდან – 6, ლუქსემბურგიდან – 5, აზერბაიჯანიდან – 1, ბულგარეთიდან – 1, ირლანდიიდან – 1, ლატვიიდან – 1, მალაიზიიდან – 1, მექსიკიდან – 1, ჩეხეთიდან – 1.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩავთვლით, 11 თვის განმავლობაში სხვადასხა ქვეყნიდან ჯამში 3645 მოქალაქის გამოძევება მოხდა.
Print